აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ერევანი სამედიცინო ტურიზმის შესახებ გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებს

  • აგვისტო 11, 2026
  • 0

სომხეთის ტურიზმის კომიტეტის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ერევანი უმასპინძლებს სამედიცინო ტურიზმის შესახებ გლობალურ კონფერენციას — „იმოგზაურე ზრუნვისთვის, დარჩი გამოჯანმრთელებისთვის: როდესაც პაციენტები სტუმრები ხდებიან“. ღონისძიება, რომელიც 2026 წლის 21-23

ერევანი სამედიცინო ტურიზმის შესახებ გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებს

სომხეთის ტურიზმის კომიტეტის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ერევანი უმასპინძლებს სამედიცინო ტურიზმის შესახებ გლობალურ კონფერენციას — „იმოგზაურე ზრუნვისთვის, დარჩი გამოჯანმრთელებისთვის: როდესაც პაციენტები სტუმრები ხდებიან“.

ღონისძიება, რომელიც 2026 წლის 21-23 სექტემბერს გაიმართება, სომხეთის ტურიზმის კომიტეტის მიერ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით არის ორგანიზებული.

„კონფერენცია გააერთიანებს ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროების ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაზღვევო კომპანიებს, ინვესტორებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით არსებული ტენდენციები, გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და გააძლიერონ თანამშრომლობა სამედიცინო ტურიზმის სფეროში“, — ნათქვამია ტურიზმის კომიტეტის პრესრელიზში.

პროგრამის, მომხსენებლებისა და რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.