აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანში წლის პირველ ნახევარში ალიმენტის გადაუხდელობის გამო 1,278 ადამიანი დააკავეს

  • აგვისტო 11, 2026
  • 0

აზერბაიჯანში 2026 წლის პირველ ნახევარში ალიმენტის გადაუხდელობის გამო 2,740 პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, მათგან 1,278 პირს კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამის შესახებ Report-ს aზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროში

აზერბაიჯანში წლის პირველ ნახევარში ალიმენტის გადაუხდელობის გამო 1,278 ადამიანი დააკავეს

აზერბაიჯანში 2026 წლის პირველ ნახევარში ალიმენტის გადაუხდელობის გამო 2,740 პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, მათგან 1,278 პირს კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

ამის შესახებ Report-ს aზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროში განაცხადა.

ამავე პერიოდში 116 პირის საქმეზე მასალები სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გადაიგზავნა, ხოლო 77 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გარდა ამისა, ალიმენტის დავალიანების გამო 1,500 პირის ქვეყნის დატოვების უფლების დროებით შეზღუდვის შესახებ წარდგინებები მომზადდა. შედეგად, 1,246 პირს ქვეყნის დატოვება დროებით აეკრძალა.