ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანის სკოლებში TikTok-ზე წვდომა შეზღუდულია

  • ოქტომბერი 21, 2026
  • 0

აზერბაიჯანის სკოლებში სოციალურ ქსელ TikTok-ზე წვდომა შეზღუდულია. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ, ფირუდინ გურბანოვმა, საოჯახო ფორუმზე — „ოჯახი ციფრულ ეპოქაში: ტრანსფორმაციის ახალი

აზერბაიჯანის სკოლებში TikTok-ზე წვდომა შეზღუდულია

აზერბაიჯანის სკოლებში სოციალურ ქსელ TikTok-ზე წვდომა შეზღუდულია.

როგორც Report იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ, ფირუდინ გურბანოვმა, საოჯახო ფორუმზე — „ოჯახი ციფრულ ეპოქაში: ტრანსფორმაციის ახალი საზღვრები“ — განაცხადა.

მისი თქმით, სკოლებში ასევე შეიზღუდა მავნე შინაარსის შემცველ 200-ზე მეტ გამოსახულებაზე წვდომა.

„ეს გამოსახულებები შეიცავდა კრიმინალური, ნარკოტიკული, ძალადობრივი და სხვა ხასიათის შინაარსს. ბუნებრივია, ეს ზომები მხოლოდ სკოლით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ოჯახშიც აუცილებელია კონტროლი, რათა ბავშვებს არ ჰქონდეთ წვდომა მსგავს შინაარსსა და პლატფორმებზე“- განაცხადა აზერბაიჯანის მეცნიერების და განათლების მინისტრის მოადგილემ.