აზერბაიჯანის რკინიგზა (ADY) ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ხირდალან-სუმგაითის მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განახლებას გეგმავს.
Report-ის ცნობით, ADY-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბაქოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების 2025–2030 წლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში მიიღეს.
ხირდალან-გუზდაკის მონაკვეთზე სარკინიგზო ლიანდაგების ქვეშ ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დასრულებულია, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად მზადება მიმდინარეობს.
ამჟამად ხორციელდება ხირდალან-სუმგაითის მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემოწმება. ასევე გრძელდება მარშრუტზე მოძრავი შემადგენლობის სარემონტო სამუშაოები.
ყველა საჭირო სამუშაოს დასრულების შემდეგ, ბაქო-ხირდალან-სუმგაითის მარშრუტით სუმგაითისკენ მატარებლების მოძრაობა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე განახლდება.
მატარებლები ყოველდღიურად, რეგულარული განრიგით იმოძრავებს.