ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

მაკრონმა საფრანგეთში უახლოეს დღეებში ყველა საპროტესტო აქცია აკრძალა

  • ოქტომბერი 22, 2026
  • 0

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უახლოეს დღეებში ყველა დემონსტრაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ განაცხადა, გარდა პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქციებისა. როგორც Report ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან

მაკრონმა საფრანგეთში უახლოეს დღეებში ყველა საპროტესტო აქცია აკრძალა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უახლოეს დღეებში ყველა დემონსტრაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ განაცხადა, გარდა პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქციებისა.

როგორც Report ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა უახლოეს დღეებში, განსაკუთრებით კი 24 ოქტომბერს, ითვალისწინებს შეკრებებისკენ იმ პირების მოწოდებების აკრძალვას, „რომლებსაც ამის კანონიერი საფუძველი არ გააჩნიათ“.

„ჩვენ მათ ყველგან ავკრძალავთ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც პროფკავშირები მსგავს მოთხოვნებს წარადგენენ, მათ პრეფექტები განიხილავენ, მაგრამ შეთავაზებული იქნება ალტერნატიული ზომები ჩვენი ქალაქების ცენტრების, საწარმოებისა და საზოგადოებრივი შენობების დასაცავად“, — განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საფრანგეთში სამდღიანი ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმა მაკრონმა ელისეის სასახლეში სამართალდამცავი ორგანოებისა და სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით თათბირი მოიწვია.