ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

საუდის არაბეთის აეროპორტებზე ჰუსიტების შეტევების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 364 დაშავდა — საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია

  • ოქტომბერი 15, 2026
  • 0

იემენური ჰუსიტური დაჯგუფების მიერ საუდის არაბეთის აეროპორტებზე, მათ შორის ერ-რიადში მდებარე მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტსა და აბჰას საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 364 კი დაშავდა.

საუდის არაბეთის აეროპორტებზე ჰუსიტების შეტევების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 364 დაშავდა — საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია

იემენური ჰუსიტური დაჯგუფების მიერ საუდის არაბეთის აეროპორტებზე, მათ შორის ერ-რიადში მდებარე მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტსა და აბჰას საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 364 კი დაშავდა. ამის შესახებ ხუთშაბათს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა.

„ჰუსიტების თავდასხმები სამეფოზე ოქტომბრის დასაწყისიდან გააქტიურდა. ამას წინ უძღოდა ივლისის შემდეგ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მხრიდან საუდის არაბეთის წინააღმდეგ მოქმედებების ესკალაცია“, — განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა თურქი ალ-მალიქიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც საუდის არაბეთის ტელეარხმა Alekhbariya-მ გადასცა.

„ოქტომბრის დასაწყისიდან ერ-რიადში მდებარე მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე ჰუსიტებმა 20 თავდასხმა განახორციელეს“, — განაცხადა მან. „7-დან 11 ოქტომბრამდე აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 333 კი დაშავდა“.

„სამხრეთ-დასავლეთით, ასირის რეგიონში მდებარე აბჰას საერთაშორისო აეროპორტზე იერიშის  შედეგად ასევე ორი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა“, — განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა.

კოალიციის მონაცემებით, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა სამხრეთ-დასავლეთით, ჯიზანის რეგიონში მდებარე მეფე აბდალას საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

საუდის არაბეთის ოფიციალური წყაროების თანახმად, 5 ოქტომბრიდან ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ხუთ აეროპორტზე განახორციელეს საჰაერო შეტევები, მათ შორის ერ-რიადის მთავარ აეროპორტზე. თავდასხმებმა ადამიანების დაღუპვა და დაშავება, მატერიალური ზიანი და საჰაერო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.