ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

მიკაილ ჯაბაროვი: აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობა შუა დერეფნის ეფექტიანობას ზრდის

  • ოქტომბერი 13, 2026
  • 0

აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდაში. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მიკაილ ჯაბაროვმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის დღის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

მიკაილ ჯაბაროვი: აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობა შუა დერეფნის ეფექტიანობას ზრდის

აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდაში.

როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მიკაილ ჯაბაროვმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის დღის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, სატრანზიტო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება.

„თურქმენეთს თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აქვს, ხოლო აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა საზღვაო პორტში, სარკინიგზო ქსელსა და სხვა ლოგისტიკურ ობიექტებში. მტკიცედ გვჯერა, რომ ამ სფეროში ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მთელ რეგიონს“, — აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქმენული ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე ტრანსპორტირება აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ხდება, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) დაინტერესებულია თურქმენეთის პერსპექტიული ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების პროექტებში მონაწილეობით.

ჯაბაროვმა ასევე განაცხადა, რომ 2026 წლის ივლისში აშხაბადში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მეცხრე სხდომის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვისა და სხვა მიმართულებებით პარტნიორობის გაძლიერების საკითხები.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ასევე ქმნის ერთობლივი საწარმოებისა და სამრეწველო კომპლექსების შექმნის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გადამუშავების პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.