ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ორგანიზაცია Save Armenia-ს წარმომადგენლებმა სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს

  • ოქტომბერი 13, 2026
  • 0

13 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ალენ სიმონიანი აშშ-ში მოქმედი ორგანიზაცია Save Armenia-ს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, უშიშროების საბჭოს აპარატში განაცხადეს, რომ ალენ სიმონიანი მიესალმა მათ

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ორგანიზაცია Save Armenia-ს წარმომადგენლებმა სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს

13 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ალენ სიმონიანი აშშ-ში მოქმედი ორგანიზაცია Save Armenia-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, უშიშროების საბჭოს აპარატში განაცხადეს, რომ ალენ სიმონიანი მიესალმა მათ ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობას.

შეხვედრისას განიხილეს სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, აგრეთვე რეგიონული მნიშვნელობის სხვა თემები.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე უპასუხა ორგანიზაციის წევრებისთვის საინტერესო რიგ შეკითხვებს.