თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს განცხადებაში.
საუბრისას მხარეებმა თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზომების მნიშვნელობას. თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა დაადასტურა ანკარის უცვლელი მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რუსეთისა და უკრაინის პირდაპირი კონტაქტების დაწყების ძალისხმევაში.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ვლადიმირ პუტინს დაბადების დღე და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მისი პარტიის წარმატება მიულოცა.