საუდის არაბეთმა ქალაქ ჯიზანში მდებარე მეფე აბდულა ბინ აბდელ აზიზის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ქალაქ ნაჯრანში მდებარე აეროპორტზე საჰაერო იერიშების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს (GACA) განცხადებაში.
განცხადების თანახმად, შეტევების შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტებს მატერიალური ზიანი მიადგა.
აღინიშნა, რომ საგანგებო სამსახურებმა და შესაბამისმა უწყებებმა თავდასხმების დასრულებისთანავე მათი შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყეს.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენურმა მოძრაობა „ანსარ ალაჰმა“ (ჰუსიტებმა) წინა დღეს განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები განახორციელა.