ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

ბაქოში აზერბაიჯანის „ფორმულა-1“-ის გრან-პრი იწყება

  • სექტემბერი 24, 2026
  • 0

დღეს ბაქოში აზერბაიჯანის „ფორმულა-1“-ის გრან-პრი იწყება. როგორც Report-ი იუწყება, პირველ დღეს თავისუფალი პრაქტიკის ორი სესია გაიმართება. გარდა ამისა, „ფორმულა-2“-ში თავისუფალი პრაქტიკა და საკვალიფიკაციო რბოლები ჩატარდება. ბაქოს ტრასა 20

ბაქოში აზერბაიჯანის „ფორმულა-1“-ის გრან-პრი იწყება

დღეს ბაქოში აზერბაიჯანის „ფორმულა-1“-ის გრან-პრი იწყება.

როგორც Report-ი იუწყება, პირველ დღეს თავისუფალი პრაქტიკის ორი სესია გაიმართება.

გარდა ამისა, „ფორმულა-2“-ში თავისუფალი პრაქტიკა და საკვალიფიკაციო რბოლები ჩატარდება.

ბაქოს ტრასა 20 მოსახვევსა და 51 წრეს მოიცავს. დისტანციის საერთო სიგრძე 306,049 კილომეტრია.

აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი ეტაპი 2016 წელს ევროპის გრან-პრის სახელწოდებით გაიმართა. მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში რბოლა უკვე აზერბაიჯანის გრან-პრის სახელწოდებით ტარდებოდა.

2016 წელს ფინიშზე პირველი გერმანელი პილოტი ნიკო როსბერგი იყო. მომდევნო წლებში გამარჯვებულები გახდნენ დანიელ რიკარდო (ავსტრალია), ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი), ვალტერი ბოტასი (ფინეთი), სერხიო პერესი (მექსიკა) და მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები). 2023 წელს პერესმა ბაქოში რბოლა მეორედ მოიგო. 2024 წელს გამარჯვება ოსკარ პიასტრის (ავსტრალია) დარჩა, ხოლო 2025 წელს — მაქს ფერსტაპენს.

2020 წელს ბაქოში რბოლა კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

აზერბაიჯანის გრან-პრის წინ ინდივიდუალურ ჩათვლაში ლიდერობს „მერსედესის“ იტალიელი პილოტი ანდრეა კიმი ანტონელი, რომელსაც 292 ქულა აქვს. მისი ბრიტანელი თანაგუნდელი ჯორჯ რასელი (211) მეორე ადგილზეა, ხოლო „ფერარის“ პილოტი ლუის ჰემილტონი (191) — მესამე ადგილზე.

კონსტრუქტორთა თასშიც ლიდერობს „მერსედესი“ — 503 ქულით. „ფერარი“ მეორე ადგილზეა (358), „მაკლარენი“ კი — მესამეზე (306).