ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

ერევნის კონიაკის ქარხანამ და კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრმა TUMO-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

  • სექტემბერი 12, 2026
  • 0

ერევნის კონიაკის ქარხანამ და კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრმა TUMO-მ ARARAT-ის მუზეუმში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რითაც გააერთიანეს გამოცდილება და პოტენციალი განათლების, შემოქმედების, ინოვაციების, ასევე სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისა და საერთაშორისო

ერევნის კონიაკის ქარხანამ და კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრმა TUMO-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ერევნის კონიაკის ქარხანამ და კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრმა TUMO-მ ARARAT-ის მუზეუმში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რითაც გააერთიანეს გამოცდილება და პოტენციალი განათლების, შემოქმედების, ინოვაციების, ასევე სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისა და საერთაშორისო წარმოჩენის სფეროებში. თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს საერთო ხედვა — ხელი შეუწყონ სომხეთში კრეატიული აზროვნების განვითარებასა და ინოვაციური გარემოს ჩამოყალიბებას.

მემორანდუმში განსაკუთრებული ყურადღება ასევე ეთმობა TUMO-ს 15 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებების სერიას, რომლის ფარგლებშიც სომხური კონიაკი ARARAT განსაკუთრებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ერევნის კონიაკის ქარხნის ოსტატებმა შექმნეს სომხური კონიაკის ARARAT-ის უნიკალური ბოთლი. ეს კონიაკი დამზადებულია ერევნის კონიაკის ქარხნის სარდაფებში შენახული საუკეთესო სპირტებისგან.

ის სპეციალურ ლოტად იქნება წარმოდგენილი საქველმოქმედო აუქციონზე TUMO-ს 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა საღამოს ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღეში ლოს-ანჯელესში გაიმართება. აუქციონის მიზანია TUMO-ს განვითარებისა და გაფართოების მხარდაჭერა, რათა მისი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი გარემო სომხეთში უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

მხარეები ასევე გეგმავენ თანამშრომლობის განვითარებას სამომავლო შემოქმედებითი და კულტურული ინიციატივების, ხელოვნების, დიზაინის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში პროექტების, ასევე საქველმოქმედო და ფონდების მოძიების ინიციატივების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კომპლექსური ფორმატი შემუშავებულია ერევნის კონიაკის ქარხნის მიერ ალკოჰოლის პასუხისმგებლიანი პოპულარიზაციის კონცეფციის შესაბამისად. ბრენდის ნებისმიერი ხსენება განხორციელდება პასუხისმგებლიანი კომუნიკაციის დადგენილი პრინციპებისა და სტანდარტების მკაცრი დაცვით.

„კონიაკის შექმნისას ჩვენ ყოველდღიურად ვხდებით ოსტატობის მოწმეები. და თუ საკუთარ თავს ვკითხავთ, საიდან მოდის ოსტატობა… უდავოდ, იმ გარემოდან, რომელიც თითოეულ ჩვენგანს საშუალებას აძლევდა გვეძებნა, გვეცადა, ედქსპერიმენტები ჩაგვეტარებინა, დავმარცხებულიყავით, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის შედეგის მიღწევის შესაძლებლობის რწმენა გვქონოდა.

ძალიან მიხარია, რომ სომხეთში უკვე ათწლეულებია არსებობს ორგანიზაცია, რომელმაც თავის დროზე შექმნა ასეთი გარემო და დღემდე ინარჩუნებს და ავითარებს მას. დარწმუნებული ვარ, რომ სომხური ოსტატობა მხოლოდ წარსულისგან მემკვიდრეობით მიღებული ღირებულება კი არ არის, არამედ ჩვენი განუყოფელი უნარია — შევქმნათ მომავალი.

ძალიან მიხარია, რომ TUMO-სთან ჩვენი დიალოგი წვლილს შეიტანს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელშიც ახალი თაობა შეძლებს არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, არამედ ოსტატობისკენ საკუთარი გზის პოვნას“, — აღნიშნავს ერევნის კონიაკის ქარხნის აღმასრულებელი დირექტორი სერგეი ხაჩატრიანი.

„დღეს, ამ მუზეუმში ყოფნისას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საქმის საფუძველს სრულყოფილებისკენ სწრაფვა წარმოადგენდეს. ხოლო სრულყოფილების მისაღწევად, იმისთვის, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ჩვენი მემკვიდრეობა, არამედ განვავითაროთ და მსოფლიოს წარვუდგინოთ იგი, აუცილებელია გარემო, რომლის საფუძველშიც ოსტატობა და ცოდნა დგას“, — განაცხადა კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის TUMO-ს აღმასრულებელმა დირექტორი მარმა ლუ პაპაზიანმა.