ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

იემენური წყაროები: ჰუსიტებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში კუნძული მეიუნი დაიკავეს

  • სექტემბერი 11, 2026
  • 0

იემენის მთავრობასთან დაახლოებულმა წყაროებმა „ანადოლუს“ განუცხადეს, რომ ჰუსიტებმა კონტროლი დაამყარეს კუნძულ მეიუნზე (პერიმი), რომელსაც ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულია, რომ კუნძულის დაკავება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ჰუსიტებმა ბაბ-ელ-მანდების

იემენური წყაროები: ჰუსიტებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში კუნძული მეიუნი დაიკავეს

იემენის მთავრობასთან დაახლოებულმა წყაროებმა „ანადოლუს“ განუცხადეს, რომ ჰუსიტებმა კონტროლი დაამყარეს კუნძულ მეიუნზე (პერიმი), რომელსაც ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

აღნიშნულია, რომ კუნძულის დაკავება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ჰუსიტებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე კონტროლი მოიპოვეს.

კუნძული მეიუნი მდებარეობს ბაბ-ელ-მანდების სრუტის ყველაზე ვიწრო ნაწილში — სტრატეგიულ საზღვაო გზაზე, რომელიც სუეცის არხის გავლით ინდოეთის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებს.

კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ნაოსნობაზე კონტროლის თვალსაზრისით.

იემენის მთავრობასთან დაახლოებულმა წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ჰუსიტებმა კონტროლი დაამყარეს ზუბაბის რაიონზე, რომელიც ადმინისტრაციულად ტაიზის პროვინციას ეკუთვნის და წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

ზუბაბს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა აქვს, რადგან ის სანაპირო დასახლებაა, რომელიც უშუალოდ ბაბ-ელ-მანდების სრუტეს გადაჰყურებს.

წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ელ-მუხას ჰუსიტების მიერ დაკავების შემდეგ, კუნძულ მეიუნისა და ზუბაბის რაიონის მათ კონტროლში გადასვლამ საბრძოლო მოქმედებების ხაზზე ვითარების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია.

ივლისიდან განახლებულმა საომარი მოქმედებების ესკალაციამ იემენში ადგილზე კონტროლის რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.

ჰოდეიდას პროვინციაზე სრული კონტროლის დამყარების შემდეგ ჰუსიტები ტაიზის პროვინციის დასავლეთ ნაწილში დაწინაურდნენ, დაიკავეს წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქები, მათ შორის ელ-მუხა, ასევე მარშრუტები, რომლებიც ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე წვდომას უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, სამთავრობო ძალებმა ელ-ჯაუფის პროვინციაში წინსვლა შეძლეს და ადმინისტრაციულ ცენტრს — ქალაქ ელ-ჰაზმს მიუახლოვდნენ.

აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის ფონზე ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ, ასევე ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტის თითქმის სრულმა შეჩერებამ წითელი ზღვის გავლით მარშრუტის სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდა.

ბაბ-ელ-მანდების სრუტე, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთი მთავარი საზღვაო სავაჭრო მარშრუტია.

ვინაიდან სუეცის არხის გავლით მიმავალი გემები ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე უნდა გაიარონ, ამ მარშრუტით მილიონობით ბარელი ნავთობის და გათხევადებული ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მოცულობების ტრამსპორტირება ხდება.