აღდერის რაიონში მამაკაცი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა.
როგორც Report-ი იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და აზერბაიჯანის განაღმვის სააგენტოს (ANAMA)-ს ერთობლივ განცხადებაში.
ინციდენტი 10 სექტემბერს, სოფელ პაპრავენდთან მოხდა. ტერტერის რაიონის მცხოვრები, 2005 წელს დაბადებული სარხან რუსტამზადე ცხენით გადაადგილდებოდა განაღმულ ტერიტორიაზე, რა დროსაც ცხენმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმს დააბიჯა. აფეთქების შედეგად ახალგაზრდამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ANAMA-ს თანამშრომლებმა დაშავებული საშიში ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ფაქტზე ტერტერის რაიონის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.
ANAMA-მ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მოუწოდეენ მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციონ გამაფრთხილებელ ნიშნებს, არ შეეხონ საეჭვო ნივთებს და არ შევიდნენ უცნობ ტერიტორიებზე.