ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

თურქმენეთი 2027-2028 წლებში LLDCs-ს უხელმძღვანელებს, აზერბაიჯანი ვიცე-თავმჯდომარე გახდება

  • სექტემბერი 5, 2026
  • 0

თურქმენეთი 2027-2028 წლებისთვის ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების ჯგუფის (LLDCs) თავმჯდომარედ, ხოლო აზერბაიჯანი ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ Turkmenportal წერს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიუ-იორკში, გაეროსთან მუდმივი წარმომადგენლების

თურქმენეთი 2027-2028 წლებში LLDCs-ს უხელმძღვანელებს, აზერბაიჯანი ვიცე-თავმჯდომარე გახდება

თურქმენეთი 2027-2028 წლებისთვის ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების ჯგუფის (LLDCs) თავმჯდომარედ, ხოლო აზერბაიჯანი ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს.

როგორც Report იუწყება, ამის შესახებ Turkmenportal წერს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნიუ-იორკში, გაეროსთან მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.

რეგიონული ჯგუფებიდან ხელმძღვანელ ბიუროში ასევე აირჩიეს ლაოსი, ბურუნდი, ჩადი, რუანდა და პარაგვაი.

თავმჯდომარეობა თურქმენეთს, უფლებამოსილების 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ჯგუფის საქმიანობის კოორდინირების შესაძლებლობას მისცემს. მათ შორის, პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირები. თურქმენეთი ასევე 32 ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს.

აღნიშნულია, რომ ხელმძღვანელი ბიუროს შემადგენლობა ასევე დამტკიცდება LLDCs-ის მინისტერიალის საბოლოო დეკლარაციით, რომელიც 2026 წლის 24 სექტემბერს გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში გაიმართება.

მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში გაეროს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების, ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების უმაღლესი წარმომადგენლის ოფისთან (OHRLLS) თანამშრომლობით დაგეგმილია თურქმენეთის 2027-2028 წლების თავმჯდომარეობის საგზაო რუკის პროექტის მომზადება.