ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ და კატარის ელჩმა რეგიონული საკითხები და პროცესები განიხილეს

  • სექტემბერი 5, 2026
  • 0

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მანსურ აბდულა სალემ საად ალ-სულეიტინი. Armenpress-ის ცნობით, რომელიც სომხეთის ეროვნული კრების  ინფორმაციას ეყრდნობა,

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ და კატარის ელჩმა რეგიონული საკითხები და პროცესები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მანსურ აბდულა სალემ საად ალ-სულეიტინი. Armenpress-ის ცნობით, რომელიც სომხეთის ეროვნული კრების  ინფორმაციას ეყრდნობა, შეხვედრის დასაწყისში ელჩმა რუბენ რუბინიანს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მაღალი დონით და ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას და ურთიერთვიზიტების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებ,ა სევე ისაუბრეს რეგიონულ საკითხებსა და პროცესებზე.