აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ADY ხირდალან-სუმგაითის ხაზზე სამგზავრო მატარებლების მოძრაობას განაახლებს

  • აგვისტო 14, 2026
  • 0

აზერბაიჯანის რკინიგზა (ADY) ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ხირდალან-სუმგაითის მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განახლებას გეგმავს. Report-ის ცნობით, ADY-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბაქოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების

ADY ხირდალან-სუმგაითის ხაზზე სამგზავრო მატარებლების მოძრაობას განაახლებს

აზერბაიჯანის რკინიგზა (ADY) ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ხირდალან-სუმგაითის მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განახლებას გეგმავს.

Report-ის ცნობით, ADY-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბაქოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების 2025–2030 წლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში მიიღეს.

ხირდალან-გუზდაკის მონაკვეთზე სარკინიგზო ლიანდაგების ქვეშ ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დასრულებულია, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად მზადება მიმდინარეობს.

ამჟამად ხორციელდება ხირდალან-სუმგაითის მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემოწმება. ასევე გრძელდება მარშრუტზე მოძრავი შემადგენლობის სარემონტო სამუშაოები.

ყველა საჭირო სამუშაოს დასრულების შემდეგ, ბაქო-ხირდალან-სუმგაითის მარშრუტით სუმგაითისკენ მატარებლების მოძრაობა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე განახლდება.

მატარებლები ყოველდღიურად, რეგულარული განრიგით იმოძრავებს.