აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

  • აგვისტო 12, 2026
  • 0

სომხეთის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა 2026 წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო გუნდურ ჩათვლაში 120 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავეს. მათ მხოლოდ ახალი ზელანდიის, ჰონგ-კონგის, პუერტო-რიკოსა

სომხეთის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სომხეთის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა 2026 წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო გუნდურ ჩათვლაში 120 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავეს. მათ მხოლოდ ახალი ზელანდიის, ჰონგ-კონგის, პუერტო-რიკოსა და ესპანეთის გუნდებმა გაaსწრეს. როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენი გუნდის წევრები წარმოადგენენ ერევნის, გიუმრისა და ვანაძორის სახელმწიფო სკოლებს და ისინი სომხეთის შიდა ეტაპზე 170 მოსწავლეს შორის შეირჩნენ“, — დაწერა ანდრეასიანმა.