აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანში ხორბლის ყანებისა და ბუჩქნარის დაახლოებით 9 ჰექტარის დაწვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

  • აგვისტო 12, 2026
  • 0

აზერბაიჯანის ოთხ სოფელში გაჩენილი ხანძრების შედეგად დამწვარია დაახლოებით 9 ჰექტარი აღებული მარცვლეულის ყანა, გამხმარი ბალახი და ბუჩქნარი. როგორც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Report-ს განუცხადა, ხანძრები ჯალილაბადის რაიონის სოფელ

აზერბაიჯანში ხორბლის ყანებისა და ბუჩქნარის დაახლოებით 9 ჰექტარის დაწვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

აზერბაიჯანის ოთხ სოფელში გაჩენილი ხანძრების შედეგად დამწვარია დაახლოებით 9 ჰექტარი აღებული მარცვლეულის ყანა, გამხმარი ბალახი და ბუჩქნარი.

როგორც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Report-ს განუცხადა, ხანძრები ჯალილაბადის რაიონის სოფელ მაშლიყში, გორანბოის რაიონის სოფელ დიუზგიშლაღში, ოღუზის რაიონის სოფელ იაგუბლუსა და ისმაილის რაიონის სოფელ გაზლიში გაჩნდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ხანძრები, სავარაუდოდ, აღნიშნული რაიონების მცხოვრებლებმა — ფ. ზეინალოვმა, ა. ალიევმა, ა. აღაევმა და მ. შუქიუროვმა — გააჩინეს.

აღნიშნული პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნა მიღებული.