აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ელჩი: აზერბაიჯანი დაინტერესებულია აშშ-სთან თანამშრომლობით განაღმვის სფეროში

  • აგვისტო 12, 2026
  • 0

აზერბაიჯანი დაინტერესებულია აშშ-სთან თანამშრომლობით განაღმვის სფეროში და იმედოვნებს, რომ ნაღმების განეიტრალების პრობლემის მოსაგვარებლად ამერიკულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. როგორც Report-ი იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა აშშ-ში, ხაზარ იბრაჰიმმა, Axios-თან ინტერვიუში

ელჩი: აზერბაიჯანი დაინტერესებულია აშშ-სთან თანამშრომლობით განაღმვის სფეროში

აზერბაიჯანი დაინტერესებულია აშშ-სთან თანამშრომლობით განაღმვის სფეროში და იმედოვნებს, რომ ნაღმების განეიტრალების პრობლემის მოსაგვარებლად ამერიკულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს.

როგორც Report-ი იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა აშშ-ში, ხაზარ იბრაჰიმმა, Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, აზერბაიჯანი მსოფლიოში ნაღმების როდენობით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. იბრაჰიმმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, შესაძლოა, განაღმვის პროცესის დაჩქარებასა და მისი ეფექტიანობის გაზრდას შეუწყოს ხელი.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზეც შევძლებთ აშშ-სთან მუშაობას“, — განაცხადა ელჩმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ განაღმვის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ნაღმების განლაგების ზუსტი რუკების არსებობაა. ამასთან, ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდა კვლავ ძვირადღირებულ, ხანგრძლივ და სახიფათო პროცესად რჩება.

ხაზარ იბრაჰიმმა ასევე აღნიშნა  თეთრი სახლის მოქმედ ადმინისტრაციასთან ეფექტიანი თანამშრომლობა — „მიღწეული შეთანხმებები სწრაფად გადადის პრაქტიკულ განხორციელებაში“.