8 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით დაურეკა.
Report-ის ცნობით, მხარეებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესზე ისაუბრეს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ სამშვიდობო სამიტზე იყო მხარდაჭრილი. საუბრისას ასევე აღინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება.
მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესის წინსვლაში.
მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით გასული წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი.
საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების აუცილებლობას, როგორც სამშვიდობო პროცესის მნივნელოვანშ ემადგენელ ნაწილს. ამ კონტექსტში მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტი, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სატრანზიტო ტვირთების სომხეთში და სომხეთიდან სხვა მიმართულებებით გადაზიდვას.
გარდა ამისა, მხარეებმა ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად TRIPP მარშრუტის განხორციელების საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას.