აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ინდოეთმა გამოცადა რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია

  • აგვისტო 6, 2026
  • 0

ინდოეთმა განაცხადა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის, „აგნი-4“-ის, წარმატებული გამოცდის შესახებ. რაკეტას ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ამერიკული კომპანია X-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ

ინდოეთმა გამოცადა რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია

ინდოეთმა განაცხადა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის, „აგნი-4“-ის, წარმატებული გამოცდის შესახებ. რაკეტას ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ამერიკული კომპანია X-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ გამოცდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ოდიშის შტატში მდებარე ჩანდიპურის ინტეგრირებულ საცდელ პოლიგონზე ჩატარდა.

გაშვების ყველა ოპერატიული და ტექნიკური პარამეტრი წარმატებით დადასტურდა.

„აგნი-4“ ტიპის „მიწა-მიწა“ კლასის ბალისტიკურ რაკეტას ბირთვული საბრძოლო მუხტის გადატანა შეუძლია. რაკეტის ფრენის მაქსიმალური მანძილი დაახლოებით 4 ათასი კილომეტრია.