აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთში ჩავიდა

  • აგვისტო 6, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში ჩავიდა.„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს. პრემიერ-მინისტრს ჩოლპონ-ატას „ისიკ-კულის“ საერთაშორისო აეროპორტში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში ჩავიდა.„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრს ჩოლპონ-ატას „ისიკ-კულის“ საერთაშორისო აეროპორტში ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ერლისტ აკუნბეკოვი დახვდა. 6 აგვისტოს ჩოლპონ-ატაში ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს ვიწრო შემადგენლობით სხდომა გაიმართება, ხოლო გაფართოებული შემადგენლობის სხდომა 7 აგვისტოს ჩატარდება.