აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

თუ სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, ეს იქნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი — ფაშინიანი

  • ივლისი 29, 2026
  • 0

სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი პრობლემაა არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვისაც (ЕАЭС). თუ ეს საკითხი უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, ეს შეიძლება გახდეს ევრაზიული კავშირის დასასრულის დასაწყისი.

თუ სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, ეს იქნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი — ფაშინიანი

სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი პრობლემაა არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვისაც (ЕАЭС). თუ ეს საკითხი უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, ეს შეიძლება გახდეს ევრაზიული კავშირის დასასრულის დასაწყისი. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, იუწყება Armenpress.

„ახლა ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ პრობლემა სომხეთში არ არის. პრობლემა სომხეთში კი არა, ევრაზიულ კავშირშია, რადგანაც რეალურად გამოდის, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი პარალიზებულია და არ მუშაობს. თუ ეს საკითხი უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, მე ვწინასწარმეტყველებ, რომ ეს იქნება ამ კავშირის დასასრულის დასაწყისი“, — განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან  სატელეფონო საუბრის შესახებ და აღნიშნა, რომ მხარეებმა რიგ საკითხებზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკას აქვს კანონიერი უფლება, თავად შექმნას ალტერნატივები. მე რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ ეს გზა გავიარეთ და მას გავყვებით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის ხალხმა ამას მხარი დაუჭირა არჩევნებზე“, — აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთს ყველა საკითხში ალტერნატივები უნდა ჰქონდეს.

„როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ვამბობდი, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი პოლიტიკის შედეგად აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სომხეთის რესპუბლიკას არ ექნება ალტერნატივები. სომხეთის რესპუბლიკას ყოველთვის და ყველა საკითხში უნდა ჰქონდეს ალტერნატივა. ალტერნატივების არქონის ეპოქა დასრულდა. აქ საკითხავია მხოლოდ ის, თუ როდის უნდა განხორციელდეს ეს ალტერნატივა“, — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.