აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ირანმა აშშ-ს უპასუხა: თქვენი გადასაწყვეტი არ არის, როდის არის ომი და როდის – მშვიდობა

  • ივლისი 28, 2026
  • 0

ირანმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, აშშ-მ გადაწყვიტოს, როდის უნდა აწარმოონ ომი და როდის გაააფორმოს მშვიდობა ორ ქვეყანას შორის. ოთხი დღის განმავლობაში ერთმანეთზე დარტყმების გარეშე გასულმა პერიოდმა გააჩინა იმედი,

ირანმა აშშ-ს უპასუხა: თქვენი გადასაწყვეტი არ არის, როდის არის ომი და როდის – მშვიდობა

ირანმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, აშშ-მ გადაწყვიტოს, როდის უნდა აწარმოონ ომი და როდის გაააფორმოს მშვიდობა ორ ქვეყანას შორის. ოთხი დღის განმავლობაში ერთმანეთზე დარტყმების გარეშე გასულმა პერიოდმა გააჩინა იმედი, რომ კატარისა და პაკისტანის შუამავლობა შეძლებს ჩაშლილი დროებითი შეთანხმების აღდგენას.

„ჩვენ არ მივცემთ შეერთებულ შტატებს უფლებას, განსაზღვროს ომისა და მშვიდობის დრო“, — განაცხადა ორშაბათს, ყოველკვირეულ ბრიფინგზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაეიმ.

მისი თქმით, მომავალ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ ირანის ეროვნულ ინტერესებს დაეფუძნება, ხოლო თეირანი გააგრძელებს თავის დაცვას „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.

ავსტრიულ ტელეარხ ORF-თან ინტერვიუში ბაღაეიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროების მოქმედებებმა გაანადგურა პირობები არსებითი მოლაპარაკებებისთვის. მისი თქმით, ირანის უშუალო პრიორიტეტებად რჩება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანმა მოლაპარაკებები მოითხოვა „შუამავლების მეშვეობით და პირდაპირ“, და განაცხადა, რომ თეირანი დიალოგისთვის მზად არის იმ სამხედრო ზეწოლის გამო, რომელიც მასზე განხორციელდა.

„ჩვენ ირანთან ირიბ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, — თქვა მან. — თუ ის ჩაიშალა, ჩვენ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დავუბრუნდებით“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ შუამავლების თხოვნას დიპლომატიისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემასთან დაკავშირებით დადებითად შეხვდა, თუმცა არ აპირებს მოლაპარაკებების უსასრულოდ გაგრძელებას.

„მე საკმარისი დრო მაქვს“, — განაცხადა ტრამპმა და ამავე დროს აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანმა „სერიოზული ზიანი განიცადა“.

მიუხედავად განახლებული დიპლომატიური ძალისხმევისა, ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული კრიზისი კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ბაღაეიმ განაცხადა, რომ ომანთან მოლაპარაკებები სტრატეგიული საზღვაო გასასვლელის მართვის საკითხზე გრძელდება და ხაზი გაუსვა, რომ ისი ორმხრივია და აშშ-სთან კავშირი არ აქვს.

„ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურულია“, — დაამატა მან.

მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილემ ჰაჯი ბაბაიმ განაცხადა, რომ ომანთან სრუტესთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ირანის სუვერენიტეტს და რომ ვაშინგტონი ამ საკითხის განხილვაში არ უნდა მონაწილეობდეს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ირანი არ გადაუხვევს თავის პოზიციას სრუტესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჰორმუზთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს საბოლოოდ ქვეყნის ხელმძღვანელობა და ხალხი მიიღებენ.

ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც ომის დაწყებამდე,  მსოფლიო ნავთობისა და გაზის ვაჭრობის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა, კვლავ რჩება მთავარ დაბრკოლებად სიტუაციის საბოლოო მოგვარების გზაზე.

ირანი ამტკიცებს, რომ სრუტეზე გააჩნია „სუვერენული უფლებები“ და შეუძლია განსაზღვროს გემების გადაადგილებისთვის დაშვებული მარშრუტები. აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოების უმეტესი ნაწილი უარყოფენ ასეთ პრეტენზიებს და მიუთითებენ გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციაზე (UNCLOS).

თეირანმა ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.