აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ქუვეითმა და ბაჰრეინმა ივლისში ირანის ტერიტორიაზე ფარულად განახორცეიელეს საჰაერო იერიშები

  • ივლისი 24, 2026
  • 0

The Wall Street Journal-ის ცნობით, გამოცემის წყაროებზე დაყრდნობით, ბაჰრეინისა და ქუვეითის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავიაგამანადგურებლები  გამოიყენეს ირანის რამდენიმე სამხედრო ობიექტზე იერიშის მისატანად, მათ შორის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების

ქუვეითმა და ბაჰრეინმა ივლისში ირანის ტერიტორიაზე ფარულად განახორცეიელეს საჰაერო იერიშები

The Wall Street Journal-ის ცნობით, გამოცემის წყაროებზე დაყრდნობით, ბაჰრეინისა და ქუვეითის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავიაგამანადგურებლები  გამოიყენეს ირანის რამდენიმე სამხედრო ობიექტზე იერიშის მისატანად, მათ შორის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საცავების გასანადგურებლად. ამასთან, როგორც WSJ იუწყება, ოპერაციის განხორციელებისთვის მათ სადაზვერვო ინფორმაცია არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მიაწოდა.

ერთი დღით ადრე ირანმა რეგიონის რამდენიმე ქვეყანა შესაძლო საპასუხო იერიშების შესახებ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ხელმძღვანელმა, ბრედ კუპერმა, განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს რამდენიმე წევრი ქვეყანა და იორდანია ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებში მონაწილეობდნენ.

„თუ აშშ-ის ეს განცხადება სიცრუეა, მაშინ აღნიშნულმა ქვეყნებმა ეს ოფიციალურად უნდა უარყონ“, — განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეირანი „გამოიყენებს თავის კანონიერ უფლებას თავდაცვაზე“ და იერიშებს მიიტანს ამ ქვეყნების ტერიტორიაზე განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და სხვა ობიექტებზე.