მომავალ წელს აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა 141 მილიარდ მანათს შეადგენს.
ამის შესახებ Report ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
პროგნოზის თანახმად, ამ თანხიდან 109.1 მილიარდი მანათი არასანავთობო და არაგაზის სექტორის წილად მოდის. შესაბამისად, მომავალ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 2.7%-ის დონეზეა პროგნოზირებული, მათ შორის არასანავთობო სექტორში ზრდა 4.4% იქნება. ამასთან, ნავთობისა და გაზის სექტორში 1.8%-იანი კლებაა მოსალოდნელი.
აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გასულ თვეში განახლებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს ქვეყნის მშპ 138 მილიარდ მანათს შეადგენს, მათ შორის არასანავთობო და არაგაზის სექტორის მაჩვენებელი 100 მილიარდი მანათია.
სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში წარმოებული მშპ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.2%-ით გაიზარდა და 87 მილიარდ 709.5 მილიონი მანათი შეადგინა.