სომხეთი და რუსეთი ურთიერთობების ინვენტარიზაციის პროცესს აგრძელებენ. ამის შესახებ, როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე რუსულ გაზზე ტარიფების გადახედვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„როგორც რუსეთთან ბიშკეკში გამართულ მოლაპარაკებებზე შევთანხმდით, ჩვენ ვაგრძელებთ სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ინვენტარიზაციას, რათა განვსაზღვროთ, რა შრეებისგან შედგება ის. ჩნდება რკინიგზის საკითხი, შემდეგ კი გაზის საკითხი წამოიჭრება. სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები მრავალმხრივია და მათში ბევრი პრობლემა, საკითხი და შესაძლებლობა არსებობს. ინვენტარიზაციის ეს პროცესი გრძელდება და განხილვები გაგრძელდება“, — განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ყველა შესაძლო ქვეყანასთან მიმდინარეობს, მათ შორის გაზის იმპორტისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.