ოქტომბერი 23, 2026
უცხოეთი

ყაზახეთში წვრთნების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

  • სექტემბერი 24, 2026
  • 0

ყაზახეთის საზღვაო ძალების მიერ მანგისტაუს ოლქში, კასპიის ზღვის სანაპიროზე, ჩატარებული სწავლების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის ძებნა გრძელდება. ამის შესახებ მანგისტაუს ოლქის

ყაზახეთში წვრთნების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ყაზახეთის საზღვაო ძალების მიერ მანგისტაუს ოლქში, კასპიის ზღვის სანაპიროზე, ჩატარებული სწავლების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის ძებნა გრძელდება. ამის შესახებ მანგისტაუს ოლქის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, კანატ ბოზუმბაევის ხელმძღვანელობით შექმნილი სამთავრობო კომისია მანგისტაუს ოლქში მომხდარი საგანგებო შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებს.

„დაზუსტებული მონაცემებით, საბრძოლო-სასწავლო ამოცანის შესრულების დროს მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესებისა და ქარის გაძლიერების გამო ზღვამ 17 ადამიანი გაიტაცა, მათგან 12 დაიღუპა, სამის გადარჩენა მოხერხდა. დარჩენილი ორი სამხედრო მოსამსახურის ძებნა გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, გაცემულია დავალება დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის აუცილებელი მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევის შესახებ.

უფლებამოსილი უწყებები მომხდარის ყველა გარემოებას ადგენენ. სამთავრობო კომისიის მუშაობა და ადგილზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ მათ ოჯახებს აუცილებელი დახმარება და მხარდაჭერა გაეწევათ.

სამხედრო მოსამსახურეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვასთან დაკავშირებით, ყაზახეთში 25 სექტემბერი ეროვნულ გლოვის დღედ გამოცხადდა.