ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

ყაზახეთი ევროკომისიასთან ტრანსკასპიური ენერგეტიკული დერეფნის PMI-ის სიაში შეყვანას განიხილავს

  • აგვისტო 26, 2026
  • 0

ყაზახეთი ევროკომისიასთან ამუშავებს საკითხს, რომ ტრანსკასპიური „მწვანე“ ენერგიის დერეფნის პროექტი ურთიერთინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში შეიტანონ. „აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის „მწვანე“ ენერგიის განვითარებისა და გადაცემის პროექტი სამმხრივი

ყაზახეთი ევროკომისიასთან ტრანსკასპიური ენერგეტიკული დერეფნის PMI-ის სიაში შეყვანას განიხილავს

ყაზახეთი ევროკომისიასთან ამუშავებს საკითხს, რომ ტრანსკასპიური „მწვანე“ ენერგიის დერეფნის პროექტი ურთიერთინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში შეიტანონ.

„აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის „მწვანე“ ენერგიის განვითარებისა და გადაცემის პროექტი სამმხრივი ენერგეტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ТЭО) მომზადება, რომლის დასრულებაც 2027 წლის იანვარში იგეგმება“, — განაცხადეს ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში.

ენერგეტიკის სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პროექტის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის მიმართულებით.

„ინსტიტუციური მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით, ყაზახურმა მხარემ ევროკომისიასთან თანამშრომლობა წამოიწყო პროექტის ურთიერთინტერესის მქონე პროექტების (Projects of Mutual Interest, PMI) სიაში შეყვანის საკითხზე“, — განაცხადეს უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების კონსულტანტად წამყვანი იტალიური საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CESI შეირჩა. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შედეგების საფუძველზე განისაზღვრება პროექტის ფინანსური მოდელი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების ღირებულება დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს. მისი დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საგრანტო სახსრებით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 ივნისს „აზერენერჯიმ“, KEGOC-მა და „უზბეკეთის ეროვნულმა ელექტროქსელმა“ ხელი მოაწერეს დოკუმენტს შპს Yasil Dehliz Birliyi-ის შექმნის შესახებ, რომელიც ცენტრალური აზია–აზერბაიჯანის „მწვანე“ ენერგიის ტრანსკასპიური დერეფნის პროექტის განხორციელებას ემსახურება.