ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

თურქეთისა და ყაზახეთის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

  • აგვისტო 28, 2026
  • 0

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს მიერ თურქულ პლატფორმა NSosyal-ზე გავრცელებულ განცხადებაში. საუბრისას ლიდერებმა

თურქეთისა და ყაზახეთის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს მიერ თურქულ პლატფორმა NSosyal-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

საუბრისას ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა, ასევე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

თურქეთის ლიდერმა ყაზახეთის პრეზიდენტს ქვეყანაში 23 აგვისტოს ჩატარებული ყურულთაის არჩევნები მიულოცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერაზე მიუთითებს.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას ყაზახეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით.