თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კანონპროექტზე „ეროვნული ერთიანობისა და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერების შესახებ“ საუბრისას განაცხადა: „იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთის ტერორისტული საფრთხისგან სამუდამოდ გათავისუფლებას, ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობის გაძლიერებას, ასევე ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობის ატმოსფეროს განმტკიცებას, დადებით შედეგებს გამოიღებს“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ერდოღანმა აღნიშნა:
„ყოვლისმომცველი კონსულტაციების შედეგად მომზადებული კანონპროექტი „ეროვნული ერთიანობისა და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერების შესახებ“ დღეს პარლამენტს ფართო კონსენსუსის საფუძველზე წარედგინა, რაც ასახავს ჩვენი პატივსაცემი ხალხის გადაწყვეტილებას, მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზა. იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთის ტერორისტული საფრთხისგან სამუდამოდ გათავისუფლებას, ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობის გაძლიერებას, ასევე ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობის ატმოსფეროს განმტკიცებას, დადებით შედეგებს გამოიღებს“.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ პარტიებსა და დეპუტატებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს როგორც კანონპროექტის დახვეწაში, ისე ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში, განსაკუთრებით კი „სახალხო ალიანსის“ პარტნიორს, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის გენერალურ თავმჯდომარეს, დევლეთ ბაჰჩელის.