აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამართვას იმ შემთხვევაში გეგმავს, როდესაც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა და უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს თეთრ სახლში, რომლებიც უახლოეს პერიოდში რუსეთ-აშშ-ის სამიტის გამართვის შესაძლებლობას შეეხებოდა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ნებისმიერ დროს შეიძლება გაიმართოს, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ჩატარებას იმ ეტაპზე, როდესაც მხარეები შეთანხმების მისაღწევად მზად იქნებიან.
„მინდა, ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც სამშვიდობო შეთანხმების დასადებად მზად ვიქნებით“, — განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
ტრამპის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მას პუტინთან შეხვედრა „დაუყოვნებლივ“ შეეძლო.
„მინდა, ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც კონფლიქტი დასრულებისკენ წავა და ვფიქრობ, ეს მოხდება“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.