ოქტომბერი 23, 2026
უცხოეთი

აზერბაიჯანში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის 2027-2032 წლების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

  • სექტემბერი 10, 2026
  • 0

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის 2027-2032 წლების ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. როგორც Report-ი იუწყება, სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხო

აზერბაიჯანში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის 2027-2032 წლების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის 2027-2032 წლების ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

როგორც Report-ი იუწყება, სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხო და ხარისხიანი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობის სისტემის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდას, ასევე მის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციასა და მათი შესრულების კონტროლს აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტო (AQTA) განახორციელებს.

უწყებამ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ სახელმწიფოს მეთაურს ყოველწლიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.