ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

SOCAR-მა Comstock Resources-თან პარტნიორობის დამყარების შესახებ 1,65 მილიარდი დოლარის შეთანხმებას მოაწერა ხელი

  • სექტემბერი 1, 2026
  • 0

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა და ამერიკულმა კომპანია Comstock Resources, Inc.-მა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განზრახვის წერილს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ Report-ს SOCAR-ში განუცხადეს. დოკუმენტის თანახმად, SOCAR შეიძენს 20%-იან

SOCAR-მა Comstock Resources-თან პარტნიორობის დამყარების შესახებ 1,65 მილიარდი დოლარის შეთანხმებას მოაწერა ხელი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა და ამერიკულმა კომპანია Comstock Resources, Inc.-მა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განზრახვის წერილს მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ Report-ს SOCAR-ში განუცხადეს.

დოკუმენტის თანახმად, SOCAR შეიძენს 20%-იან წილს Comstock Legacy Haynesville-ის upstream-აქტივებში, 15%-იან წილს — Western Haynesville-ის upstream-აქტივებში, ასევე Comstock-ის კუთვნილ Pinnacle Gas Services LLC-ის 73%-იან წილში 15%-იან მონაწილეობას.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია, რომ SOCAR-ის 15%-იანი წილი Western Haynesville-ის აქტივებში 7,5%-მდე შემცირდება დადგენილი პირობების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ამ აქტივებში ინვესტიციებზე 15%-იანი ამონაგები იქნება მიღწეული.

გარიგების საერთო ღირებულება, შესყიდვის ფასის სტანდარტული კორექტირებების გათვალისწინებით, 1,65 მილიარდ დოლარს შეადგენს. SOCAR გარიგების დასაფინანსებლად შესაბამისი ზომების მიღებას გეგმავს.

მხარეები გეგმავენ, რომ საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულება შეათანხმონ და ხელი მოაწერონ არაუგვიანეს 2026 წლის 31 ოქტომბრისა, ხოლო გარიგება 2026 წლის 31 დეკემბრამდე დაასრულონ, მას შემდეგ, რაც შესრულდება აუცილებელი პირობები, მათ შორის საჭირო სახელმწიფო და მესამე მხარეების სხვა თანხმობების მიღება.