ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა დაგეგმილი პროექტები განიხილეს

  • ოქტომბერი 6, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკაში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფლორიან ესკიუდიეს უმასპინძლა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა დაგეგმილი პროექტები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკაში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფლორიან ესკიუდიეს უმასპინძლა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და საფრანგეთს შორის დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების და გაფართოების მნიშვნელობას.

ფლორიან ესკიუდიემ მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მრავალმხრივი სომხურ-ფრანგული თანამშრომლობის თანმიმდევრული გაძლიერებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებთან, ასევე მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კერძოდ, გაიმართა მოსაზრებების გაცვლა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, წყლის რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.

ასევე განიხილეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მიმდინარეობა და რეგიონული მნიშვნელობის სხვა საკითხები.