ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი არარატ მირზოიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას

  • სექტემბერი 22, 2026
  • 0

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი არარატ მირზოიანი 22-25 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი არარატ მირზოიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი არარატ მირზოიანი 22-25 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალჩინოსნებთან. გაფორმდება დოკუმენტები, ხოლო მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თემატურ ღონისძიებებში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 22-25 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.