ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა სასკოლო ფორმის სტანდარტები დაამტკიცა

  • სექტემბერი 21, 2026
  • 0

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა ცვლილებები შეიტანა „სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა სასკოლო ფორმის აღწერაში“, რომელიც 2022 წლის 17 მარტის №96 დადგენილებით იყო დამტკიცებული. როგორც Report იუწყება, შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ალი

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა სასკოლო ფორმის სტანდარტები დაამტკიცა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა ცვლილებები შეიტანა „სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა სასკოლო ფორმის აღწერაში“, რომელიც 2022 წლის 17 მარტის №96 დადგენილებით იყო დამტკიცებული.

როგორც Report იუწყება, შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ხელი მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, მოსწავლეებს არ უნდა ეცვათ ტანსაცმლის ისეთი ელემენტები, რომლებიც სტანდარტული სასკოლო ფორმის ერთიანობას არღვევს, ასევე არ უნდა გამოიყენონ ისეთი ტანისამოსი, რომელიც ზოგადი განათლების სეკულარული ხასიათის პრინციპს არ შეესაბამება.

ამასთან, ეროვნული სამოსის ან მისი ელემენტების გამოყენება დასაშვებია აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიის, კულტურისა და ეროვნულ-სულიერი ღირებულებებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს, იმ პირობით, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას სკოლის პედაგოგიური საბჭო მიიღებს.

მშობლები ან სხვა კანონიერი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მათმა შვილებმა (ან მეურვეობის ქვეშ მყოფმა პირებმა) დაიცვან სასკოლო ფორმასთან დაკავშირებული მოთხოვნები.