ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

რაშად ნაბიევი: აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთს შორის სატრანზიტო გადაზიდვები 8 თვეში 17%-ით გაიზარდა

  • სექტემბერი 4, 2026
  • 0

2026 წლის 8 თვის განმავლობაში აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთს შორის სატრანზიტო გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა. როგორც Report-ი იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ბაქოში, ტაჯიკეთის

რაშად ნაბიევი: აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთს შორის სატრანზიტო გადაზიდვები 8 თვეში 17%-ით გაიზარდა

2026 წლის 8 თვის განმავლობაში აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთს შორის სატრანზიტო გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა.

როგორც Report-ი იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ბაქოში, ტაჯიკეთის დამოუკიდებლობის დღის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ტაჯიკეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, 2025 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 84%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.

„მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 31%-ით გაიზარდა“, – განაცხადა რ. ნაბიევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრანსპორტისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობა წლიდან წლამდე ფართოვდება. მინისტრის თქმით, სატრანსპორტო თანამშრომლობის პარალელურად ვითარდება ურთიერთქმედება ციფრული განვითარების სფეროშიც. ამჟამად მრავალი აზერბაიჯანული კომპანია ტაჯიკეთში საკუთარ მომსახურებას ახორციელებს.

„ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობასთან ერთად, ჩვენ ასევე წარმატებით ვავითარებთ კულტურულ და მეგობრულ კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის“, –აღნიშნა რ. ნაბიევმა.