აგვისტო 25, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის ეკონომიკური აქტივობა ივლისში 6.5%-ით გაიზარდა

  • აგვისტო 25, 2026
  • 0

სომხეთის ეკონომიკური აქტივობა 2026 წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 6.5%-ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 4.6% შეადგინა. სომხეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ივლისში

სომხეთის ეკონომიკური აქტივობა ივლისში 6.5%-ით გაიზარდა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობა 2026 წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 6.5%-ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 4.6% შეადგინა.

სომხეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ივლისში მშენებლობის სექტორი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26.5%-ით გაიზარდა, მომსახურების სექტორი — 17%-ით, ხოლო მრეწველობის სექტორი 3.1%-ით.

ამავე პერიოდში სავაჭრო ბრუნვა 0.1%-ით შემცირდა.

2026 წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.7%-ით გაიზარდა. ექსპორტი 15.7%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 21.5%-ით გაიზარდა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე ინფლაციამ 4.5% შეადგინა.