აგვისტო 25, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანი ფორმულა 1-ის გრან-პრის ვიზიტორებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

  • აგვისტო 25, 2026
  • 0

აზერბაიჯანი ქვეყანაში ფორმულა 1-ის  გრან-პრიზე დასასწრებად ჩასული უცხოელებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს. როგორც Report-ი იუწყება, შესაბამის ბრძანებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, 25 აგვისტოდან 30 სექტემბრის

აზერბაიჯანი ფორმულა 1-ის გრან-პრის ვიზიტორებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

აზერბაიჯანი ქვეყანაში ფორმულა 1-ის  გრან-პრიზე დასასწრებად ჩასული უცხოელებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს.

როგორც Report-ი იუწყება, შესაბამის ბრძანებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, 25 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები აზერბაიჯანის საერთაშორისო აეროპორტებში ვიზის მიღებას შეძლებენ, თუ ისინი წარადგენენ ერთ-ერთ დოკუმენტს: Formula One Management-ის ან ავტომობილების საერთაშორისო ფედერაციის (FIA) აკრედიტაციის ბარათს, Baku City Circuit-ის აკრედიტაციის ბარათს ან რბოლის ბილეთს, მათ შორის ელექტრონულ ბილეთს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ახალი წესების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების ინფორმირება, ასევე გამარტივებული პროცედურისა და ASAN Visa-ს სისტემის მეშვეობით ელექტრონული ვიზის მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდებსა და საზღვარგარეთ აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გამოქვეყნება.

სახელმწიფო მიგრაციის სამსახურს დაევალა აზერბაიჯანში ფრენების განმახორციელებელი ავიაკომპანიების ინფორმირება.

აზერბაიჯანის ფორმულა 1-ის გრან-პრი ბაქოში 25-27 სექტემბერს გაიმართება.