აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

თურქეთის პარლამენტმა „ტერორისგან თავისუფალი თურქეთის“ პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა — პრეზიდენტი ერდოღანი

  • აგვისტო 13, 2026
  • 0

თურქეთის პარლამენტმა მიმდინარე კვირაы „ტერორისგან თავისუფალი თურქეთის“ პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან ეროვნული სოლიდარობისა და სოციალური ერთიანობის გაძლიერების შესახებ კანონპროექტის

თურქეთის პარლამენტმა „ტერორისგან თავისუფალი თურქეთის“ პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა — პრეზიდენტი ერდოღანი

თურქეთის პარლამენტმა მიმდინარე კვირაы „ტერორისგან თავისუფალი თურქეთის“ პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან ეროვნული სოლიდარობისა და სოციალური ერთიანობის გაძლიერების შესახებ კანონპროექტის მიღება იგულისხმა.

ერდოღანმა განცხადება პრეზიდენტის კომპლექსში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქი სამხედროების ოჯახები, რომელთა წევრებიც წარსულში PKK-ის ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ, ასევე ვეტერანები.

„ამ კვირაში ჩვენმა პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა „ტერორისგან თავისუფალი თურქეთის“ პროცესში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერორიზმის უბედურებისგან გათავისუფლების მიზნით ვახორციელებთ“, — განაცხადა ერდოღანმა თურქულ სოციალურ პლატფორმა NSosyal-ზე.

ორშაბათს მიღებული ეროვნული სოლიდარობისა და სოციალური ერთიანობის გაძლიერების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრავს გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნის, გამოტანილი განაჩენებისა და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების შეჩერების წესებს მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დაადგენს, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა PKK-მ და KCK-მ, ასევე მათთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა, საქმიანობა შეწყვიტეს და იარაღი ჩააბარეს.

„სამშობლო, რომელშიც თავისუფლად, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ვცხოვრობთ, ჩვენი მოწამეებისა და ვეტერანების მიერ ჩვენთვის დატოვებული მემკვიდრეობაა. ჩვენი ძვირფასი მოწამეების ოჯახები, რომელთა წევრებმა ამ ქვეყნის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად სიცოცხლე შესწირეს და სისხლი დაღვარეს, ასევე ჩვენს მზრუნველობას საჭიროებენ“, — განაცხადა ერდოღანმა.

„ამ მიდგომით, ჩვენ დღემდე ჩვენი სახელმწიფოს ყველა რესურსი მოვახმარეთ ჩვენი მოწამეების ოჯახებისა და ვეტერანების მხარდაჭერას“, — აღნიშნა მან.

„მოთმინებით, საღი განსჯითა და სიმშვიდის შენარჩუნებით მოქმედების შედეგად ჩვენ სამუდამოდ გავათავისუფლებთ თურქეთს ტერორიზმისგან“, — აღნიშნა ერდოღანმა.