აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს შორის ტელეფონით საუბარი შედგა

  • აგვისტო 12, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრ მინდაუგას სინკევიჩიუსთან. როგორც „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ნიკოლ ფაშინიანმა მინდაუგას სინკევიჩიუსს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო

სომხეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს შორის ტელეფონით საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა ტელეფონით ისაუბრა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრ მინდაუგას სინკევიჩიუსთან. როგორც „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ნიკოლ ფაშინიანმა მინდაუგას სინკევიჩიუსს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა მინდაუგას სინკევიჩიუსმაც მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით ორმხრივ თანამშრომლობას ახალი იმპულსი მიეცემა. ფაშინიანი და  სინკევიჩიუსი სომხეთსა და ლიეტუვას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული რეალიზაციისკენ მიმართულ სამუშაოებზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა მრავალსექტორული კავშირების გაფართოებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. ასევე პრემიერებმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.