ბაქოს ხათაის რაიონში, ბაქოს ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც Report-ი იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს.
ხანძარი ორხან ისმაილოვის ქუჩაზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ღონისძიებების შედეგად ხანძარი მოკლე დროში ლიკვიდირებული იყო და მისი გავრცელება არ დაუშვეს.
ხანძარი აზერებაიჯანის დედაქალაქის ხათაის რაიონში, ბაქოს ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე გაჩნდა.
სამედიცინო ტერიტორიული ერთეულების მართვის გაერთიანების (TƏBİB) ინფორმაციით, 9 აგვისტოს, დაახლოებით 15:55 საათზე, შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება შევიდა. თუმცა, სამედიცინო ბრიგადის დახმარება საჭირო არ გახდა. დაშავებულები ან დაღუპულები არ არიან.