ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 60 ტონა თევზი და თევზის პროდუქცია გაიტანა

  • სექტემბერი 2, 2026
  • 0

სომხეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 60 ტონა თევზი და თევზის პროდუქცია გაიტანა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანომ განაცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნული უწყება

სომხეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 60 ტონა თევზი და თევზის პროდუქცია გაიტანა

სომხეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 60 ტონა თევზი და თევზის პროდუქცია გაიტანა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანომ განაცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნული უწყება თევზის მოშენებითა და ექსპორტით დაინტერესებულ ყველა კომპანიას არაბთა გაერთიანებული საამიროების საექსპორტო ორგანიზაციასთან დააკავშირებს.

„ძვირფასო ბიზნესმენებო, გაცნობებთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტზე 60 ტონა თევზი და თევზის პროდუქცია გავიდა. ამ ქვეყნის ბაზარზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანო უზრუნველყოფს თევზის მოშენებითა და ექსპორტით დაინტერესებული ყველა კომპანიის დაკავშირებას არაბთა გაერთიანებული საამიროების საექსპორტო ორგანიზაციასთან შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.

მოთხოვნილი პარტიები: 4 კგ და მეტი წონის ორაგული, რომელიც დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

თუ თქვენს კომპანიას აქვს მითითებული წონის შესაბამისი პარტიები და მზად ხართ საექსპორტო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის, გირჩევთ, მიმართოთ სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანოს (საკონტაქტო პირი: არტურ მამიკონიანი, ელფოსტა: artur.mamikonyan@ssfs.am, ტელ.: 015404040-220)“, — ნათქვამია ინსპექტირების ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.