ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

ნიკოლ ფაშინიანმა რობერტ ფიცოს ეროვნული დღესასწაული  მიuლოცა

  • სექტემბერი 1, 2026
  • 0

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ეროვნული დღესასწაულის — კონსტიტუციის დღის — აღსანიშნავად მილოცვის წერილი გაუგზავნა. როგორც „არმენპრესი“ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ

ნიკოლ ფაშინიანმა რობერტ ფიცოს ეროვნული დღესასწაული  მიuლოცა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ეროვნული დღესასწაულის — კონსტიტუციის დღის — აღსანიშნავად მილოცვის წერილი გაუგზავნა.

როგორც „არმენპრესი“ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, წერილში ნათქვამია:

„გილოცავთ თქვენ და სლოვაკეთის მეგობარ ხალხს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს — კონსტიტუციის დღეს.

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ბოლო პერიოდში სომხეთსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდა. სომხეთი ისწრაფვის ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ვაჭრობის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ორმხრივი ინტერესის სხვა მიმართულებებში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ახალი წარმატებების მიღწევას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ პლატფორმებზე.

ასევე ვიმედოვნებ, რომ სომხეთ-ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგის განხორციელების ფარგლებში ჩვენი ეფექტიანი დიალოგი კვლავაც განვითარდება და ხელს შეუწყობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გახსნას.

ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს, ხოლო სლოვაკეთის მეგობარ ხალხს — კეთილდღეობასა და მდგრად პროგრესს“.