3 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ლადისლაუ-მარიუს ვიზერი მიიღო.
როგორც Report-ი იუწყება, ლადისლაუ-მარიუს ვიზერისთვის აზერბაიჯანში ძიუდოს განვითარების მხარდაჭერისთვის, ასევე ბაქოში ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის გადახდისას, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკვე მეორედ მასპინძლობს ამ პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებას. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდება.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ძიუდო მის ქვეყანაში ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა და სწორედ ამ სახეობაში აზერბაიჯანელი სპორტსმენები მედლების ყველაზე დიდ რაოდენობას იგებენ. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა პრესტიჟულ შეჯიბრებებზე აზერბაიჯანელი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული მედლები.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა ბაქოსა და ქვეყნის რეგიონებში შექმნილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის როლზე სპორტის სფეროში მიღწეულ წარმატებებში.
ლადისლაუ-მარიუსმა სახელმწიფოს მეთაურს მადლობა გადაუხადა მიღებისა და ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ასევე მიულოცა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე აზერბაიჯანელი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული მედლები.
სტუმარმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში ძიუდოს განვითარების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აქტიური წევრია. ასევე გაიმართა აზრთა გაცვლა ამ ორგანიზაციასა და აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციას შორის წარმატებული თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
დასასრულს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ლადისლაუ-მარიუს ვიზერს ორდენი „დოსთლუგი“ გადასცა.
სტუმარმა მადლობა გადაუხადა მისი საქმიანობის მაღალი შეფასებისთვის.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, ლადისლაუ-მარიუს ვიზერი აღნიშნული ორდენით დაჯილდოვდა ნაყოფიერი საქმიანობისა და აზერბაიჯანში და საერთაშორისო დონეზე ძიუდოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.