ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

არმენ გრიგორიანი და არაიკ არუთიუნიანი დაჯილდოვდნენ I ხარისხის მედლით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“

  • სექტემბერი 22, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შუამდგომლობის საფუძველზე, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის განკარგულებით, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწემ არმენ გრიგორიანმა და ეროვნული კრების ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“

არმენ გრიგორიანი და არაიკ არუთიუნიანი დაჯილდოვდნენ I ხარისხის მედლით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შუამდგომლობის საფუძველზე, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის განკარგულებით, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, სახელმწიფო და პოლიტიკურმა მოღვაწემ არმენ გრიგორიანმა და ეროვნული კრების ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა არაიკ არუთიუნიანმა I ხარისხის მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მიიღეს.

„პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობის საფუძველზე, კონსტიტუციის 136-ე მუხლისა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ კანონის 5.3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამშობლოს წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და საქმისადმი ერთგულებისთვის, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, I ხარისხის მედლით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდნენ სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე არმენ ვალერის ძე გრიგორიანი და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დეპუტატი არაიკ ედუარდის ძე არუთიუნიანი“, — ნათქვამია განკარგულებაში.