ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰესენის მშვიდობის პრემია მიენიჭა

  • სექტემბერი 18, 2026
  • 0

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ჰესენის მშვიდობის პრემია მიენიჭა. ამის შესახებ „არმენპრესი“ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, მელანია არუთიუნიანის მიერ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰესენის მშვიდობის პრემია მიენიჭა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ჰესენის მშვიდობის პრემია მიენიჭა.

ამის შესახებ „არმენპრესი“ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, მელანია არუთიუნიანის მიერ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებასა და ფოტოზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ადრე ვიუწყებოდით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ჰესენის მშვიდობის პრემია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ვიზე­ბადენში, ჰესენის ფედერალური მიწის პარლამენტის შენობაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გადაეცემა.

ამის შემდეგ ფრანკფურტის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართება ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან.