სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ჰესენის მშვიდობის პრემია მიენიჭა.
ამის შესახებ „არმენპრესი“ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, მელანია არუთიუნიანის მიერ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებასა და ფოტოზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ადრე ვიუწყებოდით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ჰესენის მშვიდობის პრემია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ვიზებადენში, ჰესენის ფედერალური მიწის პარლამენტის შენობაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გადაეცემა.
ამის შემდეგ ფრანკფურტის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართება ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან.